ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 3 სიმბოლოს

"შავი წიგნი" გიყვებათ იმ კომპანიებზე, სახელმწიფო სტრუქტურებზე და მოხელეებზე, რომლებიც გადასახადების გადამხდელთა ფულს, ანუ სახელმწიფო რესურსს, არამიზნობრივად და კორუფციული სქემებით ხარჯავენ.


სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მიმართული უნდა იყოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და თანამშრომლობის პროექტების განხორციელებისთვის. თუმცა, ხალხის მიერ სახელმწიფოზე გადახდილი ფინანსური რესურსები ხმარდება პირად გამდიდრებას კორუფციული გზით.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი"-ს გამომძიებელი ჟურნალისტები თვეების განმავლობაში იკვლევენ ამგვარი კომპანიების, სახელმწიფო სტრუქტურების და მოხელეების საქმიანობას და მათ უარყოფით გავლენას საზოგადოების ცხოვრების დონეზე. ეს მასალები ყოველწლიურად თავს იყრის ბეჭდურ და ციფრულ გამოცემა „შავ წიგნში“, რომელიც იგზავნება სახელმწიფო სტრუქტურებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და კორუფციულ გარიგეგებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებთან.



"შავი წიგნის" იდეის ავტორი და მხარდამჭერია
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი
თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში.


პროექტის მხარდაჭერა უზრუნველყოფილია
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის
გაფართოების“ პროექტის ფარგლებში.


მოკლე აღწერითი ტექსტი, როგორც დანარჩენ
ლოგებს აქვს.